„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შევიდეს ცვლილება ,, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026- 2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ ” რექტორის 2026 წლის 28 ივლისის N 194/01-01 ბრძანების მე-3 პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“მ)გამოცდის (ზეპირი კომპონენტი)/ გასაუბრების შედეგების გამოცხადება - 18 სექტემბერი;
გამოცდის (ზეპირი კომპონენტი)/ გასაუბრების შედეგების გასაჩივრება - 19-20 სექტემბერი;
აპელაციის (გამოცდა (ზეპირი კომპონენტი) / გასაუბრება) შედეგების გამოცხადება - 21 სექტემბერი; “
2. ბრძანების დაინტერესებული პირისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე